X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმერეთის რეგიონში გაეცნო

25 ოქტომბერი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად, იმერეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი ადგილზე ეცნობა წყალმომარაგებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომელიც, დასრულების შემდეგ, სრულად იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და 500-მდე მოსწავლეზე გათვლილი.

სკოლის ინფრასტრუქტურა განახლდება საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე – საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, რეკრეაციული ზონა და ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, რაც კომფორტულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.

ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარდება სახურავისა და კედლების თბოიზოლაცია, რაც ზამთრის პერიოდში ენერგომოხმარების შემცირებასა და შენობაში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მინისტრთან ერთად, სამუშაოების მიმaდინარეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.